თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი მიმდინარე საგრანტო კონკურსები მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა 2011 წლის 16 თებერვლიდან შესაძლებელია მხოლოდ ფონდის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირების შემდგომ.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები საკონკურსო განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ელექტრონულ ბაზაში.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადებია:

ა) 2011 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 21 მარტისა;
ბ) 2011 წლის ივლისი-აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 20 მაისისა;
გ) 2011 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 20 ივლისისა;
დ) 2011 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – არა უგვიანეს 2011 წლის 20 სექტემბრისა.

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებ-გვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: www.rustaveli.org.ge

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,362,024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili