თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

კონფერენცია/სემინარები

წინა გვერდი
1 2 3 4 5 6 7 8
9 10
შემდეგი გვერდი
ამა წლის 13-16 სექტემბერს თბილისში ტარდება ევროგაერთიანების პროექტის საერთაშორისო სამეცნიერო ვორქშოფი "მიწისძვრის პროგნოზირების შესაძლებლობის კომპლექსური კვლევები, კორელაცია სეისმურობასა და კლიმატურ ცვლილებებს შორის" შესახებ.

ორგანიზატორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://stardust.inrne.bas.bg/BlackSeaHazNet/index.html
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
                      
საინფორმაციო წერილი # 1
ძვირფასო კოლეგებო,
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაზე `გარემო და გლობალური დათბობა~, რომელიც ჩატარდება 15-17 სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველო. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი გეოგრაფის, კლიმატოლოგისა და აგრომეტეოროლოგის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლისთავს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ცალკე კრებულად, სამეცნიერო შრომების სახით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ სტატიის რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ინფო@გეოგრაპჰყ.გე
    კონფერენციის ბოლო დღეს გათვალისწინებულია ექსკურსია. 
 
რეზიუმეს გასაფორმებლად საჭირო მოთხოვნები
სტატიის სათაური: შრიფტი _12, მუქი;
ავტორის ან ავტორთა გვარი, ინიციალები, ორგანიზაციის დასახელება, ელ. ფოსტის მისამართი: შრიფტი _10, დახრილი;
ტექსტი Mიცროსოფტ ჭორდ-ში, შრიფტი ქართული ტექსტისთვის _ AცადNუსხ და ინგლისური ტექსტისთვის _  თიმეს Nეწ ღომან, ზომა- 11;
სტრიქონებს შორის ინტერვალი 1, აბზაცი _1 სმ
რეზიუმე არაუმეტეს 150 სიტყვისა, 4-6 საკვანძო სიტყვა.
კონფერენციის თემატიკა:
კლიმატოლოგია
გლაციოლოგია
ჰიდროლოგია
გეომორფოლოგია
ისტორიული გეოგრაფია
მეურნეობა, მოსახლეობა
გეოლოგია
ჰიდროგეოლოგია
გეოფიზიკა
სოფლის მეურნეობა
ეკოლოგია
   მნიშვნელოვანი თარიღები:
რეზიუმეს მიღება: 1 დეკემბრიდან,
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი
მეორე საინფორმაციო წერილი: 10 მარტი 
სრული სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 მაისი
სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული სახით (ელ. ფოსტით) ინგლისურ ენაზე.
მისამართი:  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, 
            მერაბ ალექსიძის ქ. № 1/8,
            0193, თბილისი, საქართველო 
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის 
საკონტაქტო ტელეფონებია: (+99532) 33-14-18, 33-14-17 
                    ფაქსი: (+99532) 33-14-17
ელ. ფოსტა: ინფო@გეოგრაპჰყ.გე 
საკონტაქტო პირი: ნინო ჩიხრაძე
აკადემიკოს თეოფანე დავითაიას  სამეცნიერო 
მოღვაწეობის შესახებ
აკადემიკოსი თეოფანე ფარნას ძე დავითაია (1911-1979) საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერი კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი, იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე, სსრ კავშირის მთავარი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. ჟურნალის `მეტეოროლოგია და ჰიდროლოგია~ მთავარი რედაქტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის `საქართველოს ატლასის~ შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა `კუბის ეროვნული ატლასი~. დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.
მრავალმხრივი იყო თ. დავითაიას კვლევის სფერო: ზოგადი და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბუნების დაცვისა და გარდაქმნის პრობლემები, დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატის სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. 
თ. დავითაია არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, ირლანდია, კანადა, კუბა, მექსიკა, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეცია, შვეიცარია, ჩეხოსლოვაკია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, პორტუგალია და სხვ.). ხანგრძლივ მივლინებებში იყო ჩინეთსა და კუბაში, სადაც მის მიერ არაერთი წიგნი გამოიცა ესპანურ და ჩინურ ენებზე.
თ. დავითაია დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით: კუბის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით, მეორე მსოფლიო ომის `საპატიო ნიშნითა~ და მედლებით; იყო ორგზის სახელმწიფო და ორგზის ა. ვოეიკოვის სახელობის პრემიების ლაურეატი.
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
 

ფონდ ”ღია საზოგადოება ”საქართველოსა” და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ინიციატივით მიმდინარე წლის მაისში , . თბილისში ჩატარდება გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ( ბაკალავრიატი , მაგისტრატურა ).

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2011 წლის 20-24 სექტემბერს ატარებს კონფერენციას "უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა".

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულში

კრებულ "კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის აქტუალური საკითხები"სარედაქციო კოლეგია გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ მეორე გამოშვების ფორმირებაში, რომელიც ეძღვნება თემას - "კავკასიელ ხალხთა კულტურული მემკვიდრეობა ".

სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში 2011 წლის  15-17 სექტემბერს ჩატარდება საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "გარემო და გლობალური დათბობა".

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი გეოგრაფის, კლიმატოლოგისა და აგრომეტეოროლოგის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლისთავს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ცალკე კრებულად, სამეცნიერო შრომების სახით. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ სტატიის რეზიუმე.

საინფორმაციო წერილი და პირობები იხილეთ ბმულში.

დამატებითი ინფორმცი
ის მისაღებად დაუკავშირდით ნინო ჩიხრაძეს:
ელ. მისამართი: nchikhradze@yahoo.com
ტელ.: 33 14 18/17; 855 737 989




2011 წლის 6-9 სექტემბერს ირანის ქ. მეშჰედის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის საერთაშორისო კავშირის (IUBMB) და კლინიკური ქიმიის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) მიერ 1500-ზე მეტი ირანელი და უცხოელი სპეციალისტის მონაწილეობით გაიმართება ირანის ბიოქიმიის მე-12 და მოლეკულური ბიოლოგიის მე-4 საერთაშორისო კონგრესი.

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://congress12.biochemiran.com ან გაგზავნონ შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: congress12@biochemiran.com
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,362,075
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili