თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა 2012

მაცუმის საერთაშორისო ფონდმა (The Matsumae International Foundation) გამოაცხადა სტიპენდიების პროგრამა 2012 წლისათვის.
სტიპენდია საშუალებას აძლევს მკლევარებს განახორციელონ კვლევა იაპონიაში მათ მიერ შერჩეულ დაწესებულებაში: უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებში, ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში, ასევე კერძო დაწესებულებებში, 3-დან 6 თვის განმავლობაში. ამ მიზნით ფონდმა სულ 20 სტიპენდია გამოყო.
სტიპენდიები განკუთვნილია პირებისათვის, რომლებიც არ არიან იაპონიის მოქალაქეები და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
  • უნდა გააჩნდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მათი ასაკი უნდა იყოს 40 წლის ქვემოთ;
  • უნდა ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას საკმაოდ კარგად რათა დაუბრკოლებლად შეძლონ კვლევის განხორციელება;
  • არ უნდა იყვნენ იაპონიაში ნამყოფი;
  • უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პროფესია რათა სტიპენდიის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში;
  • თუ აპლიკანტი უკვე მონაწილეობდა მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამაში, მას არა აქვს მეორედ მასში მონაწილეობის უფლება.
პრიორიტეტული სფეროები კვლევის საწარმოებლად: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინერო საქმე და მედიცინა.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, ოდენობის, წარსადგენი დოკუმენტაციის, კრიტერიუმების შესახებ, სააპლიკაციო ფორმა იხილეთ საიტზე www.mars.dti.ne.jp
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნონ ფონდში არაუგვიანეს 2011 წლის 31 აგვისტოსი.


 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,362,179
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili