თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

გლობალური დამატებითი გრანტების პროგრამა 2011 - 2012

ღია საზოგადოების სტიპენდიების პროგრამა  აცხადებს გლობალური დამატებითი გრანტების პროგრამას 2011-2012 აკადემიური წლისათვის.
პროგრამა დამატებითი გრანტებით უზრუნველყოფს სადოქტორო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ჩარიცხულებს აზიის, ავსტრალიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო ამერიკის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.
ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.
პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს გამარჯვებულების სტიპენდიებს,  ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. პლიკანტებს უნდა შეეძლოთ დანარჩენი ხარჯების დაფინანსების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა.
გლობალური დამატებითი გრანტების პროგრამის დაწვრილებითი აღწერა და ინსტრუქციები, ასევე  საგანაცხადო ფორმა  შეგიძლიათ იხილოთ ღია საზოგადოების ინსტიტუტის ვებ გვერდზე http://www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas/global_supplementary/guidelines
აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული განცხადების ფორმა: http://www.soros.org/grants/oas

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
  • აზიის, ავსტრალიის, ჩრდილო ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არის 1 აპრილი, 2011
  • ევროპის ქვეყნებში -  31 მაისი, 2011
დაგვიანებული აპლიკაციები არ მიიღება.

აპლიკაციები შეგიძლიათ ჩააბაროთ საერთაშორისო განათლების ცენტრში ან ფოსტით გააგზავნოთ შემდეგ მისამართებზე.
ის ფორმები, რომელთა ჩაბარების ბოლო ვადაა 1 აპრილი, აშშ-ში
Globval Supplementary Grant Program – North America
Open Society Institute
1700 Broadway, 17th Floor
New York, NY 10019
U.S.A.

ის ფორმები, რომელთა ჩაბარების ბოლო ვადაა 31 მაისი, ევროპაში
Global Supplementary Grant Program – Europe
Open Society Foundation
Scholarship Programs
Cambridge House
100 Cambridge Grove
London W6 0LE
United Kingdom
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:39 | გვერდების ნახვა: 37,362,335
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili