პროგრამის მიზანია აფხაზეთის მეცნიერების მხარდაჭერა. 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ, როცა აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად 300 000–ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი იძულებული შეიქნა მიეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, მრავალი მეცნიერი აღმოჩნდა მოწყვეტილი მშობლიურ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა აღდგენილიყო ჩვენი ქვეყნის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სადაც ფუნქციონირებს აფხაზური ენისა და ისტორიის ინსტიტუტი), საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვა. თბილისში დაარსდა ა(ა)იპ „აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“.
დაწვრილებითი ინფომრაცია იხლეთ ვებ-გვერდზე: http://meca.gov.ge/?cat=science〈=geo











