გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD
აფინანსებს სტუდენტებს,
მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს.
DAAD-მა
გამოაცხადა კონკურსი შემდეგ
პროგრამებზე:
- საბაკალავრო სტიპენდიები გერმანული სკოლის მე-12 კლასელებისთვის (ხანგრძლივობა 1-5 წელი)
- საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში (ხანგრძლივობა 3-4¾ კვირა)
- სემესტრული სტიპენდიები გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის (ხანგრძლივობა 5 თვე)
- სტიპენდია დამამთავრებელ კურსზე მყოფი გერმანისტებისთვის (ხანგრძლივობა 1-3¾ თვე)
- პრაქტიკა საბუნებისმეტ ყ ველო და საინჟინრო, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსთვის
- სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისათვის (ხანგრძლივობა 7-10 დღე)
- სასწავლო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის (ხანგრძლივობა1-2 წელი)
- ERP - სამაგისტრო კურსი ეკონომისტებისთვის (1-2 წელი)
- კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა კვალიფიცირებული მეცნიერებისათვის (ხანგრძლივობა 1-10 თვე, სადოქტორი სტიპენდია 3 წელი)
- სტიპენდია ხელოვანთათვის (ხანგრძლივობა 10 თვე)
- კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე)
- განმეორებითი სტიპენდია ყოფილი სტიპენდიატებისათვის (ხანგრძლივობა 3 თვე)
2011 წლის სექტემბრამდე პროგრამაში შესაძლოა შევიდეს უმნიშვნელო ცვლილებები.
კონსულტაციები სტიპენდიებისა და ზოგადად გერმანიაში სწავლის შესახებ იმართება DAAD თბილისის საინფორმაციო ცენტრში: ორშაბათი - პარასკევი, 14 საათიდან 18 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:ზანდუკელის ქ.16, 0108 თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +99532 92 09 26
ელ-ფოსტა: info@daad.org.ge
ვებ-გვერდი: www.ic.daad.de/tbilissi











