თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია (AAAS)

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის მთავარი მიზანია მეცნიერთა როლის გაძლიერება განვითარებად ქვეყნებში და მეცნიერებისა და ტექნიკის როლის გაზრდა რეგიონალური და გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.
დეპარტამენტი რეალიზებას უკეთებს სხვადასხვა გლობალურ და რეგიონალურ პროგრამებს.
AAAS პროგრამა ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის (ECA) ხორციელდება 1993 წლიდან. მისი ძირითადი მიზანია დემოკრატიული და სამეცნიერო სტრუქტურების განვითარების სტიმულირება ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცება ევროპასა და შუა აზიაში.
სხვადასხვა ფონდების დახმარებით პროგრამა ECA ატარებს სემინარებს, სამუშაო სხდომებს, სიმპოზიუმებს, კონფერენციებს, აფინანსებს სასტიპენდიო პროგრამებს მეცნიერთათვის.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ AAAS-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://www.aaas.org/programs/international/
 
 
ბოლო განახლება: 10 თებ'12 15:44 | გვერდების ნახვა: 30,746,546
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili