თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD –Deutscher Akademischer Austauschdienst)

DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) – გერმანიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თვითმართველობითი ორგანიზაციაა. 2006 წლისთვის DAAD–მა გააერთიანა 230 გერმანული სასწავლო დაწესებულება და 126 სტუდენტური ორგანიზაცია. DAAD არის საგარეო კულტურული პოლიტიკის, ისევე როგორც გერმანიაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის ორგანიზების შუამავალი. DAAD–ს ჰყავს 14 უცხოური წარმომადგენლობა და 48 საინფორმაციო ცენტრი მსოფლიო მასშტაბით, გასცემს 50000 სტიპენდიას წელიწადში.

აღნიშნული სამსახური უცხოელ მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სამეცნირო-კვლევით და სასწავლო პროგრამას, სტუდენტთა მობილობას ბოლონიის პროცესის ფარგლებში, ანიჭებს სტიპენდიებს სხვადასხვა ვადითა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭებით. DAAD-ის ფარგლებში ფინანსდება დაახლოებით 200 პროგრამა და სტიპენდია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ DAAD-ის წარმომადგენლობას თბილისში. მის: ზანდუკელის ქ. 8, ან გაეცანით საიტზე: www.daad.de

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 18:22 | გვერდების ნახვა: 37,374,583
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili