თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

გერმანული სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG)

გერმანული სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG) დამოუკიდებელი თვითმმართველობითი ორგანიზაციაა, ,,მეცნიერების თვითმმართველობის ცენტრალური ორგანიზაცია გერმანიაში”. იგი მხარს უჭერს მეცნიერების ყველა სფეროში კვლევითი პროექტების განვითარებას ფინანსირების გზით და ხელს უწყობს მეცნიერთა შორის თანამშრომლობას.
საზოგადოება შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამეცნიერო საკითხების მიხედვით კანონმდებლებისა და საზოგადოებისათვის, უზრუნველყოფს კონტაქტებს მკვლევარებსა და ძირითად სექტორს შორის; ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირებს. ის დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა მკვლევარების მომზადებასა და სტიმულირებას ინდივიდუალური გრანტების გაცემის გზით.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.dfg.de/
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 18:22 | გვერდების ნახვა: 37,374,614
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili