თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამა

ევროგაერთიანების „ჩარჩო პროგრამები“ (ჩპ) წარმოადგენენ მთავარ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლითაც ევროგაერთიანება მხარს უჭერს მეცნიერების ნებისმიერი დარგის კვლევასა და განვითარებას. ჩპ შემოთავაზებულნი არიან ევროპული კომისიის მიერ და მიღებულნი საბჭოსა და ევროპული პარლამენტის მიერ ურთიერთშეთანხმების პროცედურის საფუძველძე.

ჩპ ხორციელდება 1984 წლიდან. ხოლო მე–7 ჩარჩო პროგრამა დაიწყო 2007 წლის 1 იანვარს და გაგრძელდება 2013 წლამდე.  წინა წლების მიღწევების საფუძველზე დაგეგმილია  ევროპული კვლევების სივრცის შექმნა, რაც სამომავლოდ ჩამოაყალიბებს ცოდნის ეკონომიკას და საზოგადოებას ევროპაში. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით საიტზე: http://cordis.europa.eu/fp7/home_en.html
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 18:22 | გვერდების ნახვა: 37,374,654
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili