თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ალექსანდრე ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt Stiftung)

ალექსანდრე ჰუმბოლდტის ფონდი - არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებისათვის.
ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის (თავის დროზე ბერლინიდან და პარიზიდან მთელი რიგი სამეცნიერო ექსპედიციების წამომწყები ევროპის მასშტაბით და სამხრეთ ამერიკაში 5 წლის მანძილზე ჩატარებული გამოკვლევების ავტორი) სახელობის ფონდი დაარსდა ჯერ კიდევ 1860 წელს, დიდი მკვლევრის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ.
1953 წელს, კონრად ადენაუერის მითითებით, ფონდმა განაახლა მუშაობა, რათა სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერებს მისცემოდათ შესაძლებლობა სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა.
ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სახელობის ფონდის ყოფილ სტიპენდიატებთან თანამშრომლობის გაგრძელების ფართო პროგრამა სხვა პუნქტებთან ერთად მოიცავს მათთვის სუბსიდიების გამოყოფას სამეცნიერო აღჭურვილობისა და სამეცნიერო ლიტერატურის შესაძენად; მათი მოკლევადიანი მოწვევების დაფინანსებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ კონგრესებში მონაწილეობის მისაღებად (მსოფლიოს 130 ქვეყანაში არის ფონდის 24 000-ზე მეტი ყოფილი სტიპენდიატი).

დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.humboldt-foundation.de
 
 
ბოლო განახლება: 04 თებ'12 21:29 | გვერდების ნახვა: 30,418,217
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili