თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირი

ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირი დაფუძნებულია ბულგარეთში სხვადასხვა ქვეყნების სწავლული ეკონომისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და ბანკირების მიერ 1991 წელს, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება.
კავშირის ძირითადი მიზნებია:

  • მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მხარდაჭერა.
  • იდეების, გამოცდილებისა და ცოდნის ყოველმხრივი გაზიარებისათვის ხელშეწყობა.
  • სხვადასხვა რეგიონებსა და სახელმწიფოებში, ოფშორულ და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში საფინანსო, სამეწარმეო და სხვა სტრუქტურების შექმნაში აქტიური მონაწილეობა ახალი პროდუქტების წარმოების, საქონლის, მომსახურების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.…
  • მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და კადრების მომზადებაში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.
  • კავშირის წევრების პროფესიონალური, შემოქმედებითი და სოციალური ინტერესების დაცვა და მათთვის იურიდიული, მეთოდური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებისას.
დაწვრილებითი ინფორმაცია ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.iuecon.org/ 
 
 
ბოლო განახლება: 04 თებ'12 21:29 | გვერდების ნახვა: 30,417,721
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili