NATO-ს სამეცნიერო პროგრამა
შექმნილია სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა საერთაშორისო თანამშრომლობის
მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.
მოცემულ პროგრამაში
მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანა დაყოფილია 3 ჯგუფად:
(ევროატლანტიკური რეგიონი, ხმელთაშუა ზღვა, ნატო-ს წევრი ქვეყნები).
ნატო-ს სამეცნიერო პროგრამა მოწოდებულია, განამტკიცოს სამეცნიერო
კავშირები პირველი ორი ჯგუფის მეცნიერებსა და ნატო-ს ქვეყნების მეცნიერებს
შორის;
ნატო-ს სამეცნიერო პროგრამების სტრუქტურა:
-
Science Fellowships
გამოყოფილი სტიპენდიები ევროატლანტიკური ქვეყნების მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძონ სწავლა ან სამეცნიერო საქმიანობა ნატო-ს ქვეყნებში და პირიქით.
-
Cooperative Science and Technology
მოცემული ქვეპროგრამის მიზანია ევროატლანტიკური და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და ნატოს ქვეყნების მეცნიერთა შორის მტკიცე პირადი კავშირების ჩამოყალიბება.
-
Research Infrastructure Support
მოცემული ქვეპროგრამის მიზანია, დაეხმაროს ევროატლანტიკური რეგიონის ქვეყნებს ინფრასტრუქტურის შექმნაში, რომელიც აუცილებელია სამეცნიერო კვლევების განხორციელებისათვის.
-
Science for Peace
მოცემული ქვეპროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კვლევების შედეგების დანერგვა ევროატლანტიკური რეგიონების ქვეყნების წარმოებასა და მომსახურების სფეროში.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.nato.int/science









