თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

როტარიანული ფონდი

როტარიანული ფონდი არამომგებიანი კორპორაციაა, რომელიც მატერიალურ მხარდაჭერას უწევს გაჭირვებულებს მთელ მსოფლიოში, ახორციელებს შესაბამისი პროექტების დოტაციას და უზრუნველყოფს მეცნიერებისა და პედაგოგების, ბიზნესმენებისა და ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლების საეთაშორისო გაცვლებს.
ფონდის შექმნის მიზანია საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშეწყობა საერთაშორისო-საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროგრამების გზით.

როტარიანული ფონდის პროგრამები:

  • საგანმანათლებლო პროგრამები: საელჩოს სტიპენდიები (Ambassadorial Scholarships, Japan Ambassadorial Scholarships) გადაეცემა ორივე სქესის პირებს განათლების მისაღებად და სხვა ქვეყნების თავისებურებების შესასწავლად;
  • როტარიანული ფონდის სტიპენდიები უმაღლესი საწავლებლების პედაგოგებისათვის, რომლებიც სამუშაოდ მიდიან განვითარებად ქვეყნებში;
  • სპეციალისტების გაცვლა;
  • როტარიანული სამშვიდობო პროგრამები;
  • ჰუმანიტარული პროგრამები;
  • (Health, Hunger and Humanity)-ეს არის ფართომასშტაბიანი 2-3 წელზე გათვლილი საერთაშორისო პროექტები, რომელთა დანიშნულებაა მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სრულყოფა, შიმშილთან ბრძოლა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობების შექმნა აქცენტირებული შემდგომ დამოუკიდებლობასა და ადამიანურ ფაქტორზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.rotary.org/en/
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 21:56 | გვერდების ნახვა: 37,375,611
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili