თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

პროგრამა TEMPUS

პროგრამა TEMPUS-ი წარმოადგენს ერთ-ერთს ევროპული თანამეგობრობის პროგრამებიდან, რომელთა დანიშნულებაა დახმარების აღმოჩენა სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნისა და განვითარებისათვის პარტნიორ ქვეყნებში.
ტემპუსი-ს პროგრამის ყურადღების ცენტრშია უმაღლესი განათლების სისტემის სრულყოფა ამ ქვეყნებში ევროპული თანამეგობრობის წევრი ქვეყნების დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით. პროგრამას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ უმაღლესი სასწავლებლები ასრულებენ განსაკუთრებულ როლს სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნის პროცესში, ასევე, კულტურულ განვითარებაშიც; რომ ისინი ასევე წარმოადგენენ სპეციალიზირებული ცოდნისა და აკადემიური რესურსების რეზერვს და უზრუნველყოფენ პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის აღზრდას.

რა საქმიანობას ეწევა ტემპუსი

პროგრამა ტემპუსი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს განვითარებისა და რეფორმირების პროცესს რიგი მექანიზმების დახმარებით, რომლებიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების სფეროსთვის (ტემპუს-ის პროგრამის ჩარჩოებში ტერმინი ,,უნივერსიტეტი” გულისხმობს ყველა სახის უმაღლეს სასწავლებელს, რომელსაც ცნობს სახელმწიფო):

  • ახალი კურსების შექმნის ან ძველის გარდაქმნაში დახმარება.
  • სასწავლო დაწესებულებების რესტრუქტურიზაციის ჩატარებისათვის დახმარების აღმოჩენა.
  • დაწესებულებებისა და ცალკეული პირების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავებულნი არიან უმაღლესი განათლების საკითხებით, რეფორმების შემუშავებისა და რეალიზაციაში და სტრატეგიის განვითარებაში.

ტემპუს-ს შეუძლია დახმარება ბიბლიოთეკების აღდგენაში, სამეცნიერო ჟურნალების გამოწერაში, კომპიუტერებისა და სხვა სასწავლო ნივთების შეძენაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.tempus.ge ,
http://ec.europa.eu/education/programmes/tempus/news_en.html


პოტენციური პარტნიორების განცხადებები და საპროექტო შეთავაზებები რეგულარულად ქვეყნდება ტემპუსის ეროვნული ოფისის ვებგვერდზე „ახალი ამბების“ რუბრიკაში: http://www.tempus.ge/ge/news.html
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 21:56 | გვერდების ნახვა: 37,375,676
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili