თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

მომსახურება

ცნობები

სასწავლო დეპარტამენტი გასცემს:
  • ცნობას ტიტულოვან ბლანკზე (გავლილი საგნების საათობრივ მონაცემებს და აკადადემიურ მოსწრებას)
  • ცნობას აკადემიური პერსონალის დატვირთვის შესახებ (2006 წლამდე).

სტუდენტის ჩარიცხვა:
  •   თსუ-ში სტუდენტი ირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
  •   ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია:
•    აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
•    სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
აღნიშნული პირები შესაბამისი განცხადებით მიმართავენ  თსუ-ს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესით.

სტატუსის შეჩერება:
  •   სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტი უნივერსიტეტის კანცელარიაში წერს განცხადებას რექტორის სახელზე.
  •   სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
    ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
    ბ) აკადემიური შვებულება;
    გ) სისხლის   სამართლის პასუხისგებაში   მიცემა  მძიმე,   ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
  • სტუდენტს აკადემიური შვებულება ეძლევა:
    ა) უცხოეთში სწავლის გაგრძელებისას, არაუმეტეს სამი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროგრამის  მეტი ხანგრძლივობა;
    ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
    გ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით;
    დ) ორსულობისა  და ახალშობილთა მოვლის გამო   (არაუმეტეს 2 სემესტრისა);
    ე) სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად.
  •   აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
  •   ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, სტატუსის ავტომატურ რეჟიმში შეჩერებისას, სემესტრების ათვლა გრძელდება და სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომელშიც გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას.

სტატუსის აღდგენა:
სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი აკადამიურ შვებულებასთან დაკავშირებით და სურს, მიმდინარე სემესტრში მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, წერს უნივერსიტეტის კანცელარიაში განცხადებას სტატუსის აღდგენის შესახებ.
  •   ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში), გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
  •   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე თსუ–ში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში მოქმედი წესის თანახმად, არაუმეტეს 10 წლის წინ ამოირიცხნენ თსუ–დან;
    •   პირადი განცხადების საფუძველზე;
    •   თანხის გადაუხდელობის გამო;
    •   უცხო ქვეყანაში წასვლასთან დაკავშირებით;
    •   უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;
              სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეთ გადაყვანის წესით სტუდენტის    ჩარიცხვისატვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად;
  •   უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი  განისაზღვრება გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ  ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.

დამატებითი სემესტრი:
  •   თსუ ბაკალავრიატში სწავლის სტანდარტული ვადაა 8 სემესტრი (ოთხი წელი), რომლის განმავლობაშიც სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა; მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციის მისაღებად სწავლის სტანდარტული ვადაა 10/12 სემესტრი, რომელთა განმავლობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300/360 კრედიტისა.
  •   სტუდენტები, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვებენ შესაბამის აკადემიურ ხარისხს, უფლება აქვთ თვითდაფინანსების გზით დაასრულონ სასწავლო პროგრამა მომდევნო, არაუმეტეს, ოთხი სემესტრის მანძილზე.

სტუდენტი  ფაკულტეტის კანცელარიაში წერს განცხადებას დამატებითი სემესტრის აღების შესახებ.

სტატუსის შეწყვეტა:
  •   სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
  • ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
  • ბ) პირადი განცხადება;
  • გ) ერთიანი   ეროვნული   გამოცდებით   ჩარიცხულთა    პი¬რ¬ველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა ბაკალავრიატის/დიპლომირებუ¬ლი  მედიკოსის სწავლების საფეხურზე;
  • დ) შესაბამისი     საგანმანათლებლო     პროგრამის     მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მო¬სა¬პოვებლად დადგენილ ვადებში;
  • ე) კანონიერ  ძალაში  შესული  გამამტყუნებელი  განაჩენი  მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;
  • ვ) ადმინისტრაციული  რეგისტრაციის  გაუვლელობა  ზედიზედ  სამი  სემესტრის
  • განმავლობაში;
  • ზ) ერთი  და  იმავე  სავალდებულო  საგნის  სამჯერ  მოსმენა  და  კრედიტის  ვერ  მიღება;
  • თ) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
  • ი)  შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებებით;
  • კ) გარდაცვალება;
  •   სტატუსის   შეწყვეტის   კანდიდატს  ეძლევა  თსუ–ს სხვა ფაკულტეტზე, ან სხვა უსდ-ში გადასვლის შესაძლებლობა.


სტუდბილეთის დამზადება:
უნივერსიტეტსა და სახალხო ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სახალხო ბანკი თსუ სტუდენტს უზრუნველყოფს სტუდენტობის დამადასტურებელი ვიზა ელექტრონული ბარატით.
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენის სურვილით სტუდენტი მიმართავს სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალს. (ბარათის აღდგენის ღირებულება შეადგენს 10 ლარს).


ხარისხის მინიჭება:
  •   ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს  ანიჭებს უნივერსიტეტი ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე.
  •   2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის  ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების და დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციის მოპოვების წინაპირობა არის კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 240/300/360 ECTS კრედიტის დაგროვება და უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით  ჩაბარება, კერძოდ, უცხოური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დადასტურება და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება.
  •   აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, რომელსაც თან ერთვის  სტანდარტული დანართი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დიპლომის გაცემა:
დიპლომის გაცემა წარმოებს სასწავლო დეპარტამენტში ყოველდღე 14-დან 17 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
დიპლომის ასაღებად საჭიროა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
- ცნობა ბიბლიოთეკიდან (მაღლივი კორპუსი),
- ფასიანი სექტორისთვის ამონაბეჭდი – ოთახი 153 (61ა)-დან (II კორპუსი, I სართული, მაია კობახიძე).

თსუ ფილიალების (სიღნაღის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, მესხეთის) კურსდამთავრებულებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა უნდა წარმოადგინონ შემოვლის ფურცელი, რომელსაც გასცემს სოხუმის უნივერსიტეტი.


დიპლომის და დანართის დუბლიკატი:
დიპლომისა და დანართის დაკარგვის შემთხვევაში სტუდენტი წერს უნივერსიტეტის კანცელარიაში განცხადებას, რასაც თან ურთავს:
- პირადობის მოწმობის ასლს,
- ცნობას პოლიციიდან დიპლომის ან მისი დანართის დაკარგვის შესახებ,
- უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტში მომსახურების შესაბამისად გადახდილ ქვითარს (დიპლომის აღდგენა – 30 ლარი, დანართის აღდგენა – 25 ლარი, დიპლომისა და დანართის აღდგენა – 50 ლარი).

დიპლომსა და მის დანართში ტექნიკური შეცდომის არშებობის შემთხვევაში  სტუდენტი უნივერსიტეტის კანცელარიაში წერს განცხადებას, რომელსაც თან ურთავს პირადობის მოწმობის ასლს.



 
 
ბოლო განახლება: 03 სექ'10 22:21 | გვერდების ნახვა: 6,517,405
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili