რა სახის ცნობებს ამზადებს და გასცემს თსუ-ს კურსდამთავრებულთათვის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი
- ცნობას ტიტულოვან ბლანკზე (გავლილი საგნების საკონტაქტო საათების, კრედიტების რაოდენობისა და დიპლომის საბოლოო ქულის, GPA-ის მითითებით);
- აპოსტილით დასამოწმებელი სხვადასხვა შინაარსის ცნობებს;
- სტუდენტის მიერ განვლილი სასწავლო კურსის ანოტაციებს.
ზემოაღნიშნული ცნობების ასაღებად საჭიროა თსუ-ს კურსდამთავრებულმა განცხადებით მიმართოს თსუ-ს კანცელარიას. იმ შემთხვევაში თუ იგი იმყოფება საზღვარგარეთ, თსუ-ს განცხადებით მიმართავს მისი რწმუნებული, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
რა სახის ცნობებს ამზადებს და გასცემს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი
- ფორმა №26 (სამხედრო ჯავშანი)
ფორმა №26 გაიცემა თსუ-ს III კორპუსში, ოთახი №114. საკონტაქტო პირი - ტარიელ კვიციანი (მობ.: 877 52 77 79).
რა შემთხვევაში ენიჭება კურსდამთავრებულს აკადემიური ხარისხი და გაიცემა მასზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი)
საუნივერსიტეტო განათლების ცალკეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია და მასზე გაიცემა დიპლომი
- ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხი – 240 კრედიტის შესრულებისას;
- მაგისტრის აკადემიური ხარისხი – 120 კრედიტის შესრულებისას;
- დოქტორის აკადემიური ხარისხი – 180 კრედიტის შესრულებისას;
- დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი – 300/360 კრედიტის შესრულებისას;
- დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული სწავლება) – 120 კრედიტის შესრულებისას.
აკადემიური ცნობა გაიცემა კურსმოსმენილზე, რომელმაც:
- დამატებითი სემესტრებით გათვალისწინებულ ვადებშიც ვერ დაასრულა საგანმანათლებლო პროგრამა;
- სხვადასხვა მოტივით ამოირიცხა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.
რა შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი
- ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების დასრულების შემთხვევაში;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგთა საუნივერსიტეტო მომზადების სასწავლო კურსის დასრულებისას;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის კურსის დასრულების დროს;
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსის დასრულების შემთხვევაში;
- უწყვეტი განათლების პროგრამის კურსის დასრულებისას.
დუბლიკატი მზადდება დიპლომისა და დიპლომის დანართის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში.
ა) დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში თსუ კანცელარიაში წარმოადგინეთ:
- განცხადება რექტორის სახელზე დიპლომის დაკარგვისა და დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ;
- ცნობა პოლიციიდან.
გ) დიპლომისა და დიპლომის დანართის დაზიანებისა შემთხვევაში თსუ კანცელარიაში წარმოადგინეთ:
- განცხადება რექტორის სახელზე დიპლომის ა და დიპლომის დანართის დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ;
- დაზიანებული დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი.
- სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში;
- ქორწინების ან განქორწინების შედეგად გვარის შეცვლისას;
- ტექნიკური ხარვეზის არსებობისას.
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში თსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:
- განცხადება რექტორის სახელზე სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის გამო ახალი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამზადების შესახებ;
- სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის ასლი;
- დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;
- პირადობის მოწმობის ასლი გაცემული სახელის, მამის სახელის, გვარის შეცლის შემდეგ.
- განცხადება რექტორის სახელზე გვარის შეცვლის გამო ახალი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამზადების შესახებ;
- ქორწინების ან განქორწინების მოწმობის ასლი;
- დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;
- პირადობის მოწმობის ასლი გაცემული ქორწინების ან განქორწინების შემდეგ გვარის შეცვლის გამო.
- განცხადება რექტორის სახელზე დიპლომსა და დიპლომის დანართში ტექნიკური ხარვეზის გამო ახალი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამზადების შესახებ;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი.
სად მზადდება დიპლომი, სერტიფიკატი და აკადემიური ცნობა
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში
სად და როდის გაიცემა დიპლომი, სერტიფიკატი და აკადემიური ცნობა
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში, ყოველდღე 14-დან 17 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
ვისზე გაიცემა დიპლომი, სერტიფიკატი, აკადემიური ცნობა
გაიცემა მფლობელზე, სხვა პიროვნებაზე - კი მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
რა დოკუმენტაცია არის საჭირო დიპლომის ასაღებად
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკიდან (მაღლივი კორპუსი);
- ცნობა სწავლის საფასურის გადახდის შესახებ (II კორპუსი, I სართული, ოთახი №153, მაია კობახიძე).
თსუ ფილიალების (სიღნაღის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, მესხეთის, ჯავახეთის) კურსდამთავრებულებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებულებმა - შემოვლის ფურცელი, რომელსაც გასცემს სოხუმის უნივერსიტეტი.
რა დოკუმენტია საჭირო სერტიფიკატისა და აკადემიური ცნობის ასაღებად
პირადობის მოწმობა.
რამდენია დოკუმენტების დამოწმების ღირებულება
დიპლომის დანართის ერთი ეგზემპლარის დამოწმების ღირებულება განისაზღვრება 5 ლარით.
ვის უნდა მიმართოს კურსდამთავრებულმა დამოწმებული დოკუმენტების საზღვარგარეთ გასაგზავნად
კურსდამთავრებულმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.
რა ფორმით იგზავნება დამოწმებული დოკუმენტები საზღვარგარეთ
დამოწმებული დოკუმენტები თავსდება თსუ კონვერტში, ილუქება და გადაეცემა კურსდამთავრებულს ხელზე.











