თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია სასწავლო დეპარტამენტი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

წინა გვერდი
1 2 3 4 5
შემდეგი გვერდი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

 

1. თსუ-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭება

  1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული სპეციალისტის/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების საფეხურზე საქართველოს მოქალაქეებისათვის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები.
  2. მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება თსუ მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად.
  3. დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხორციელდება თსუ დოქტორანტურაში მიღების წესის შესაბამისად.
  4. სტუდენტების საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად/გასაუმჯობესებლად მონაწილეობის საკითხს აწესრიგებს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება”.
  5. სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა თსუ-ში დადგენილი წესების დაცვით;
  6. სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:  ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და  აკადემიური (საგნობრივი) - ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით.

2. თსუ-ში გადაყვანის წესით ჩარიცხვა

  1. თსუ–ში გადაყვანის წესით ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ  ბრძანების შესაბამისად.
  2. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ), ან იმ არააკრედიტებულ უსდ-ში, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით ითვლება აკრედიტებულად;   ან იმ უცხო ქვეყნის/ოკუპირებული ტერიტორიის უსდ-ს სტუდენტს, რომლის პროგრამა და შედეგები აღიარებული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
  3. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში     თსუ –ს მიერ დარეგისტრირებულ  და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის სამედიცინო განათლებისა და ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად. დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  4. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა აკრედიტაცია ან დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.
  5. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მობილობის მსურველი პირი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით თსუ–ს, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  6. გადაყვანის წესით კონკურსანტის ჩარიცხვის შემთხვევაში მიმღები ფაკულტეტის წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილებით დგინდება სტუდენტის მიერ ათვისებული პროგრამისა და თსუ–ს სასწავლო პროგრამის თავსებადობა შესაბამისი კრედიტების აღიარებით.

  7. ამოღებულია (აკადემიური საბჭოს დადგენილება №81/2010. 01.07.2010)


3. თსუ-დან გარიცხული\ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა

  1. ამ წესის ძალაში შესვლამდე გაირცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია, მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
  2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტის აღდგენის შემთხვევაში, სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი  განისაზღვრება გადაყვანის წესით სტუდენტის  ჩარიცხვისათვის დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ  ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე.

 

 

წინა გვერდი
1 2 3 4 5
შემდეგი გვერდი
 
 
ბოლო განახლება: 03 სექ'10 22:21 | გვერდების ნახვა: 6,517,407
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili