თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ადმინისტრაცია კანცელარია ხშირად დასმული კითხვები რა ვადებში გამოიცემა ინდივიდუალური სამართლის აქტი?

რა ვადებში გამოიცემა ინდივიდუალური სამართლის აქტი?

გადაწყვეტილების მიღება

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით  სხვა  რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების  წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების  წარდგენიდან  15 დღის  ვადაში.
3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მუხლი 100)

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:06 | გვერდების ნახვა: 37,377,647
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili