თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა
ფაკულტეტები
საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

კონფერენციები 2007

წინა გვერდი
1 2
შემდეგი გვერდი
კონფერენცია სემინარები (2007 წელი)

  • 2007 წლის    24-25  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ასი-რიოლოგთა, ბიბლიის მკვლევართა და კავკასიოლოგთა საზოგადოებასთან ერთად ჩაატარა გრიგოლ (კუკური) გიორგაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "ძველი სამყაროს კულტურული მემკვიდრეობის  თანამედროვე რეტროსპექტივა".

  • 2007 წლის 20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან და ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ჩაატარა I სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: "ტრადიცია და ნოვატორობა ქართულ სცენოგრაფიაში", რომელიც მიეძღვნა პეტრე ოცხელის დაბადებიდან 100 წლისთავს.

  • 2007 წლის  13-15 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრთან ერთად  გამართა I სამეცნიერო კონფერენცია: "სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში".

  • 2007 წლის  15  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა   პროფესორ ნიკო ყიასაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

  • 2007 წლის 14  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტმა საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობით აკადემიასთან, საქართველოში  უკრაინის საელჩოსთან, კიევის უკრაინისმცოდნეობის ინსტიტუტთან და თბილისის მ. გრუშევსკის სახელობის საჯარო სკოლასთან ერთად ჩაატარეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი.

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა  2007 წლის 10-11 დეკემბერს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან ერთად ჩაატარა I სამეცნიერო კონფერენცია "სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში".

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა 2007 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან  170 და ტრაგიკული აღსასრულიდან 100 წლისთავისადმი.

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმა-ნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეც¬ნი-ერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტმა 2007 წლის 3 დეკემბერს ჩაატარა გამოჩენილი ქარ¬თველი ენათმეცნიერის, გიორგი ახვლედიანის, დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მი¬ძღვნილი სამეცნიერო სესია.

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმა-ნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტმა 2007 წლის 3 დეკემბერს ჩაატარა გამოჩენილი ქარ-თველი ენათმეცნიერის, გივი მაჭავარიანის, დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია.

  • 2007 წლის 26 ნოემბერს პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში, ამერიკამცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის (ხელმძღვანელი ე. მეძმარიაშვილი) ფარგლებში, განხორციელდა ტელეხიდი თსუ-სა და რატგერსის უნივერსიტეტს (აშშ) შორის.

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად 2007 წლის 22-26 ნოემბერს ჩაატარა კავკასიოლოგთა I საერთაშორისო კონგრესი "კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვო-კულტურულ კონტექსტში".

  • 2007 წლის 30.X-ს-1.XI-ს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,383,054
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili