თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა
ფაკულტეტები
საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

საგრანტო პროექტები

წინა გვერდი
1 2 3 4 5 6 7
შემდეგი გვერდი

თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მონაწილეობით განხორციელებული
და მიმდინარე პროექტები

 

თითოეულ მიმართულებაზე მიმდინარეობს აქტიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ხორციელდება მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტები, რომლებსაც აფინანსებენ როგორც ქართული, ისე უცხოური ფონდები. ეს ხელს უწყობს ფაკულტეტის როგორც პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ზრდას, ასევე სასწავლო პროცესის დონის ამაღლებას.

 მარადიული ქალაქების კონცეფცია, უძველესი კოსმოპოლიტური ქალაქებიდან თანამედროვე მეგაპოლისებამდე

დამფინანსებელი ორგანიზაცია: Hespreset 2009-2012;

რეგიონალური გრანტი, რომელიც ითვალისწინებს ისტორიის დარგის რეფორმაციას კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და კურიკულუმის განვითარებას დასავლური სტანდარტებით.

პროექტის მონაწილეები: ეკა ავალიანი, ჯონ ბეინსი, ჯეკ საზონი, დევიდ ოუენი, ანგუს ბოვი, გოჩა ცეცხლაძე.




პროექტი "მათესა და მარკოზის სახარებების ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტი – ოთხთავის ქართული თარგმანის შემცველი ხელნაწერების კატალოგი"


დამფინანსებელი ორგანიზაცია – INTAS Foundation
ეს არის ვრცელი და ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს მათესა და მარკოზის სახარებების ქართული თარგმანების შესწავლას, კრიტიკული ტექსტების დადგენასა და გამოცემას, ხოლო, მეორე მხრივ, ოთხთავის ქართული თარგმანის შემცველი ხელნაწერების კატალოგის შედგენასა და გამოცემას. შედეგად აღიწერება და გადამუშავდება მათესა და მარკოზის სახარებების თითქმის ყველა ხელნაწერი და მათი აღწერილობა, რაც დაეხმარება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევარებს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ როგორც გერმანიისა და საფრანგეთის მხარეები, ისე ქართული მხარე, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია "ორიონი".

პროექტის მონაწილეები: სოფიო სარჯველაძე, დარეჯან თვალთვაძე, მანანა მაჩხანელი, ელგუჯა გიუნაშვილი, გიული შაბაშვილი, მარინა ოდიკაძე.



პროექტი "ინტერდისციპლინარული გამოკვლევები ფარავნის ტბაზე"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარულმა ექსპედი¬ციამ ჩაატარა წყალქვეშა არქელოგიური სამუშაოები წინა წლებში ტბის ფსკერზე მიკვლეული ქვის კონსტრუქციის შესასწავლად (პროექტი “ინტერდისციპლინარული გამოკვლევები ფარავნის ტბაზე”). დაიწყო კონსტრუქციის აღმოსავლეთი ნაწილის სამკუთხა სექტორის ამოღება და საბაზისო მონაცემების შეგროვება არქეოლოგიური პროცესების კომპიუტერული მოდელირებისათვის. ტბის ფსკერზე აღმოჩენილია XVI-XVII საუკუნეების მთლიანი ქოთანი და ძვ.წ. I ათასწლეულის მოხატული დოქი.

პროექტის მონაწილეები: ვახტანგ ლიჩელი


წინა გვერდი
1 2 3 4 5 6 7
შემდეგი გვერდი
 
ბოლო განახლება: 10 თებ'12 23:41 | გვერდების ნახვა: 30,793,366
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili