თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა
ფაკულტეტები
საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ფაკულტეტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ ბიბლიოთეკები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა

2007 წლის 26 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის საფაკულტეტო ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელიც მოემსახურება როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს. სამკითხველოში მუშაობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ბიბლიოთეკა განთავსებულია თსუ I კორპუსის 81 და 82 აუდიტორიებში, რომლებსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და აღიჭურვა სათანადო ავეჯითა და უახლესი ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებით.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი რამდენიმე ათას ერთეულს შეიცავს. იგი დაკომპლექტებულია ყოფილი ფილოლოგიის, ფილოსოფიის, დასავლეთ ევროპისა და ისტორიის ფაკულტეტების ბიბლიოთეკების წიგნებით.

ბიბლიოთეკაში სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, პერიოდული გამოცემები, ენციკლოპედიები და ლექსიკონები, რომელთა დამუშავება და შესწავლა გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამების მიხედვით.

გარდა ამისა, ბიბლიოთეკა მუდმივად ივსება უახლესი ქართული და უცხოური გამოცემებით. აქ განთავსებულია ისეთი მაღალხარისხოვანი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც აუცილებელია ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით წარმართვისათვის.
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,383,638
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili