|
|
|
|
ძვირფასო კოლეგებო!
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმზე _”ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ჩატარდება 2010 წლის 6-7-8 ოქტომბერს.
წლევანდელი სიმპოზიუმი თემატურია.
სიმპოზიუმის თემაა
” კლასიკური რეალიზმის ეპოქა: მე-19 საუკუნის კულტურული და ლიტერატურული ტენდენციები”
სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
• ადამიანის დანიშნულების პრობლემა
• ნარატივის ფორმები ტექსტში
• ჟანრული მოდიფიკაციები
• მითისქმნადობა და მხატვრულ სახეთა სისტემა
• კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ძირითადი ტენდენციები
• ნაციონალური იდენტობის პრობლემა
• ლიტერატურული პროცესების ტიპოლოგიური ანალიზი (შედარებითი კვლევები)
• ნაციონალური ლიტერატურები და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2008 წლის 1 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვა, ქართული ტექსტი აკრეფილი lit-nusx-ით) და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა.
არასწორად გაფორმებული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!
თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: litinst@litinstituti.ge (მირანდა ტყეშელაშვილისათვის).
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შერჩეულ მონაწილეთათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
უცხოელთათვის 80 €
ქართველი მეცნიერებისათვის 50 ლარი.
სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს შემდეგს:
მსუბუქი საუზმე სიმპოზიუმის დღეებში
სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს ზემოთ აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე.
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
სიმპოზიუმის ორგანიზატორი - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
თანამონაწილე ორგანიზაციები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია
<< უკან დაბრუნება
|
|
|
ბოლო განახლება: 03 სექ'10 17:34
| გვერდების ნახვა: 6,508,454
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
|