თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა
ფაკულტეტები
საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი ფაკულტეტები მედიცინის სამეცნიერო კვლევა კონფერენციები/სემინარები ლექცია თემაზე: “ალერგიული დაავადებები - მედიკამენტური ალერგიის სტომატოლოგიური ასპექტები”

ლექცია თემაზე: “ალერგიული დაავადებები - მედიკამენტური ალერგიის სტომატოლოგიური ასპექტები”

      2011 წლის 12 მარტს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით “ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების” და კომპანია “ჯი-პი-სი”-ს  მხარდამჭერით  ჩატარდა ლექცია თემაზე: “ალერგიული დაავადებები - მედიკამენტური ალერგიის  სტომატოლოგიური ასპექტები”. ღონისძიებას  ესწრებოდნენ: ექიმი-სტომატოლოგები, რეზიდენტები და სტუდენტები.
   ლექციის დასაწყისში თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ლექციის “ჰენდაუტები” და ექიმი-სტომატოლოგის ფორმალიზებული ბარათი პრაქტიკული რეკომენდაციებით.
   ლექცია წაიკითხა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, ექსპერტმა ალერგოლოგიაში _ რუსუდან ქარსელაძემ.
  პროფ. რუსუდან ქარსელაძემ   ლექციის I ნაწილში დაწვრილებიათ განიხილა ალერგია _ თანამედროვეობის პრობლემა და მომავლის ტენდენციები; ალერგიის განვითარების მექანიზმები, კლინიკური ვარიანტები; ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის (მართვის) ძირითადი პრინციპები და რა იქნება 21-ე საუკუნეში.
   ასევე მეტად საინტერესო იყო ლექციის II ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისეთ  აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: მედიკამენტური ალერგია; მედიკამენტების გვერდითი მოქმედების კლასიფიკაცია; მედიკამენტური ალერგიის განვითარების ძირითადი მიზეზები; ფსევდოალერგიული რეაქციები; მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და პაციენტის დაცვის ეფექტური გზა ამ საშიში გართულების თავიდან ასაცილებლად.
  ლექციის დასრულებისას გაიმართა დისკუსია. პასუხი გაეცა მრავალ შეკითხვას და დაისახა დარგობრივი ასოციაციების ურთიერთთანამშრომლობის მომავლის პერსპექტივები.









ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,387,788
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili