უკვე მესამე წელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიას“ ატარებს, რომელიც ამჯერად 2011 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება. აკადემიაში 7–12 კლასების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. ატარებს. როგორც ქიმიის საერთაშორისო წლის (IYC 2011) ოფიციალური ღონისძიება საზაფხულო სამეცნიერო აკადემია სწორედ ქიმიის მიმართულებით გაძლიერდება. განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი შემდეგი ოთხი სფერო: გარემო, ენერგეტიკა, მასალები და ჯანმრთელობა. ასევე დაგეგმილია CERN–ის (ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მეცნიერებთან ერთდღიანი პროექტი, პროექტის “Promotion of biodiversity through restoration of quarries” (ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება კარიერების აღდგენის გზით; Heidelberg Cement PLC and German International Cooperation (GIZ)) წარმომადგენლებთან შეხვედრა, IYC გლობალური წყლის ექსპერიმენტში მონაწილეობა და სხვა.
გაინტერესებთ შეხვდეთ პროფესორებსა თუ სტუდენტებს, გაეცნოთ მეცნიერების „სამზარეულოს“ ?
გაეცანით 2011 წლის „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის“ შესახებ მოკლე ინფორმაციას და ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა. დამატებითი ინფორმაცია ელ–ფოსტა: scienceacademy–ssa@tsu.ge (საკონტაქტო პირი ხათუნა კახიანი).
2010 წლის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია
2009 წლის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია

იზეიმეთ ქიმიის საერთაშორისო წელი ჩვენთან ერთად!
2010 წლის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია
2009 წლის საზაფხულო სამეცნიერო აკადემია