ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მომავალ ბიოლოგებს, გეოგრაფებს, გეოლოგებს, ეკოლოგებს, ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინრებს, კომპიუტერულ მეცნიერებათა, მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის ბაკალავრებს, მაგისტრებსა და დოქტორებს აყალიბებს. ფაკულტეტის თვითოეული დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განვითარების გეგმით, შემეცნებაზე დაფუძნებული და გამოყენებით მხარეზე ორიენტირებული კვლევა–ძიების წარმოებით, სტუდენტებისათვის ფუნდამენტალური და გამოყენებითი ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა.
ფაკულტეტის მიზანია სწავლებისა და მეცნიერების ერთიანობის პრინციპის დაცვა. სტუდენტების მუდმივი განვითარება, სასწავლო მასალის ახალი სამეცნიერო მიღწევების შესაბამისად მუდმივი განახლება, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყოველდღიური ამოცანათაგანია.
ფაკულტეტის მრავალი კურსდამთავრებული ქვეყნის მმართველობის და განვითარების მნიშვნელოვან პროცესში იღებს მონაწილეობას. პროფესორები გრიგოლ გაბადაძე, გიორგი დვალი, ზაალ კოკაია, გიორგი მახათაძე, ესტატე ხმალაძე, ალექსანდრე ჩიგოგიძე და სხვანი კი წარმატებით აგრძელებენ აკადემიურ და სამეცნიერო კარიერას საზღვარგარეთ.



















