თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა
ფაკულტეტები
საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

მთავარი

ENG




Ivane Javakhishvili

Tbilisi State University



ისწავლე თსუ-ში და მიიღე ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი!!!

სამაგისტრო კურსი
სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია
სწავლების ელექტრონული მეთოდების გამოყენებით

ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (ვუ) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი და ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) აცხადებს მიღებას ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე “სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია”



კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხი სამედიცინო მოლეკულურ ბიოლოგიაში და მიიღებენ ორი უნივერსიტეტის - ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომებს.

ურთიერთთანამშრომლობის კოორდინირება:
სტუდენტები რეგისტირებულნი იქნებიან როგორც ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, აგრეთვე თსუ-ში. კურსით გათვალისწინებული სალექციო-პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება თსუ-ში ინგლისურ ენაზე. კურსი დაიწყება მოსამზადებელი საბაზისო სემესტრით, რომელიც მოამზადებს სტუდენტებს მომდევნო ძირითადი სასწავლო სემესტრებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის.

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,388,791
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili