სადისერტაციო საბჭო არის ფაკულტეტზე დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო და საქმიანობას ფაკულტეტის საბჭოს მიერ შემუშავებული და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად წარმართავს.
სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. სადისერტაციო საბჭო ირჩევს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით, წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით. სადისერტაციო საბჭო შედგება 7 დარგობრივი (მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) სექციისაგან, რომელშიც ერთიანდება შესაბამისი დარგის სპეციალისტები. სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს დარგობრივი სექციის წევრების მიერ თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეულ ხელმძღვანელს.



















