თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრა დაარსდა 1923 წელს.
მისი დამფუძნებელი იყო პროფესორი გიორგი გეხტმანი. მან განათლება მიიღო
ევროპაში და ახალშექმნილ კათედრაზეც, რომელსაც მაშინ ეკონომიკური
გეოგრაფიის კათედრა ერქვა, ფართოდ დანერგა მაშინდელი დასავლური
მეცნირებისათვის დამახასიათებელი მიდგომები და მეთოდები, რის გამოც კათედრა
საკმაოდ გამორჩეული გახდა მთელს უნივერსიტეტში.
პროფესორი გეხტმანი კათედრას 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ იგი ამ თანამდებობაზე პროფესორმა ლუარსაბ კარბელაშვილმა შეცვალა (1956-62). შემდეგ კათედრას სათავეში ედგნენ დოცენტი ნოდარ ნაჭყებია (1963-74), დოცენტი ვაჟა გუჯაბიძე (1974-77, 1981-87, 1998-2000 წწ), დოცენტი გიორგი ცაგარელი (1988-93), პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე (1977-80,1993-98). 2000-04 წლებში კათედრის გამგე იყო დოცენტი იოსებ სალუქვაძე. იგი 2006-07 წლებში იყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
2004-05 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გიორგი გოგსაძე.
1960-იანი წლების შუახანს ნოდარ ნაჭყებიას ინიციატივით კათედრამ წამოიწყო მეზობელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გაძლიერებული შესწავლა და მოკლე პერიოდში გადაიქცა აღნიშნული რეგიონის კვლევის ერთ-ერთ უმთვარეს ცენტრად მთელ საბჭოთა კავშირში. 1970-იან წლებში კათედრა ასევე ერთ-ერთი მოწინავე გახდა საბჭოთა უმაღლეს სასწავლებლებს შორის სოციალური გეოგრაფიის კვლევის და სწავლების დაწყების გამო. მოგვიანებით კათედრამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია გეოურბანისტიკაში, გეოინფორმაციული სისტემების განვითარება-დანერგვაში (რაც სრულიად ახალი მიმართულება იყო მსოფლიო გეოგრაფიაში) და პოლიტიკურ გეოგრაფიაში.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კათედრამ მნიშვნელოვნად გაფართოვა თავისი საერთასორისო კავშირები. კათედრამ მოამზადა და განახორციელა არაერთი ერთობლივი სამეცნიერო სემინარი და პუბლიკაცია ბრიტანელ, ამერიკელ, პოლონელ, ისრაელელ, რუს და სხვა ქვეყნების კოლეგებთან თანამშრომლობით.
კათედრის გაფართოებული სამეცნიერო და აკადემიური ინტერესები აისახა მის ახალ სახელში – 1995 წლიდან მას სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრა ჰქვია, ხოლო 2000 წლიდან-საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება, 2005 წლიდან გაერთიანდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის, რომ კათედრამ დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. კათედრის არაერთ წევრს და კურსდამთავრებულს ეკავა და ამჟამადაც უკავია მაღალი სახელმწიფოებრივი პოსტები: ვაჟა გუჯაბიძე და დავით ონოფრიშვილი იყვნენ შესაბამისად, სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრები; ბესარიონ გუგუშვილი იყო პრემიერ მინისტრი, ამჟამად ვლადიმერ გურგენიძე არის პრემიერ მინისტი. გიორგი ცაგარელი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი, ირაკლი მანაგაძე -საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება ალბათ უნდა ჩაითვალოს ყველაზე გამორჩეულ აკადემიურ ერთეულად საქართველოში, რომლის წევრები და კურსდამთავრებულები ძალიან ფართოდ არიან წარმოდგენილი ქვეყნის დიპლომატიურ სამასახურში. რამდენიმე მათგანი ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს საქართველოს დიპლომატიურ მისიებს საზღვარგარეთ: ლევან მიქელაძე იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, აშშ-ში, შვეიცარიაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში. მალხაზ კაკაბაძე ელჩი იყო რუსეთში, ტარიელ კაკაბაძე – თურქეთში, რევაზ გაჩეჩილაძე- იყო ელჩი ისრაელში, ამჟამად – სომხეთში. მრავალი სხვა ეკონომ-გეოგრაფიცაა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში.
იმედი გვაქვს, რომ მომავალი თაობები შემდგომი წლების განმავლობაში უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი სათაყვანებელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელის სადიდებლად და უფრო ფართოდ გასატანად მსოფლიოში.