1949 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის სპეციალობაზე სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განყოფილება შეიქმნა. პირველ ხანებში განყოფილებას ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა ხელმძღვანელობდა, ხოლო 1954 წელს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგედ აირჩიეს გიორგი ჯიბლაძე და განყოფილებასაც იგი ჩაუდგა სათავეში.
1959 წლიდან ჟურნალისტიკის კათედრასა და განყოფილებას პროფესორი დავით გამეზარდაშვილი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, განყოფილებაზე მხოლოდ ქართული სექტორი არსებობდა, 1960 წლიდან კი რუსული სექტორიც გაიხსნა, შესაბამისად, დღისა და საღამოს განყოფილებებით.
ამავე პერიოდში შეიქმნა სასწავლო– პოლიგრაფიული ლაბორტორია , რამაც საშუალება მისცა ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტებს შეექმნათ და გამოეცათ ნაბეჭდი სასწავლო გაზეთი. 1960 წლის 12 ოქტომბერს გამოვიდა გაზეთ ,,ახალგაზრდა ჟურნალისტის“ პირველი ნომერი, ხოლო მოგვიანებით დაემატა ჟურნალი ,,ახალგაზრდა ჟურნალისტი“.
1967 წელს, ფაკულტეტის ინიციატივით დაიწყო საუბარი ფუნიკულიორის პლატოს ტელეცენტრში არსებული აპარატურის უნივერსიტეტისათვის გადმოცემის თაობაზე. რამდენიმე წლის შემდეგ ეს მართლაც შესაძლებელი გახდა, ტელეგადეცემებისათვის საჭირო აღჭურვილობამ უნივერსიტეტის VI კორპუსში გადმოინაცვლა და სტუდენტთა მომზადების სამსახურში ჩადგა.
1961 წელს შეიქმნა ფოტოლაბორატორია, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ლეო კავილაძე ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით ფოტოლაბორატორია ფოტო– კინო–წლიდან, ფაკულტეტის ბაზაზე, ფუნქციონირებდა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი ,,რეპორტიორი“.
70–იანი წლებში ჟურნალისტის პროფესიაზე მოთხოვნა გაიზარდა, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოთქვამდა სურვილს ამ პროფესიას დაუფლებოდა და შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ ჟურნალისტიკის განყოფილება დამოუკიდებელ ფაკულტეტად ჩამოყალიბებულიყო. 1979 წელს ჟურნალისტიკის განყოფილება გამოეყო ფილოლოგიის ფაკულტეტს და შეიქმნა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რომლის დეკანი გახდა დავით გამეზარდაშვილი. იმ დროისათვის, ფაკულტეტზე სამი კათედრა იყო. ეს გახლდათ: პრესის თეორიისა და პრაქტიკის, ჟურნალისტიკის ისტორიისა და ტელე–რადიოჟურნალისტიკის კათედრები. 1979 წელს, ასევე, შეიქმნა თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია და მას ეწოდა ჟურნალისტიკის სოციოლოგიური კვლევის ტელე–რადიოლაბორატორია. 2000–2001 სასწავლო წელს არსებულ კათედრებს დაემატა მედიალოგიის, კომუნიკატივისტიკისა და საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრა და შეიქმნა სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორია.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: 1981–1999 წლებში ნოდარ ტაბიძე, 1999–2001 წლებში – ნუგზარ ფოფხაძე, 2002–2005 წლებში – მარინა ვეკუა, ხოლო 2005–2008 წლებში–დავით პაიჭაძე., 2008-2009 მარინა ვეკუა, 2009–2011– მარინა ვაშაყმაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრუქტურული და ადმინისტრაციული ცვლილებების თანახმად, 2005 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურაში გაერთიანდა როგორც - ჟურნალისტიკის მიმართულება. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტში ერთიანდება 7 მიმართულება: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, სოციოლოგია, სოციალური მუშაკი, პოლიტიკური მეცნიერება, ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი გეოგრაფია და საერთაშორისო ურთიერთობები.
2011 წლიდან მიმართულებას ეწოდა “ ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება”, რომელსაც ხელმძღვანელობს სრული პროფესორი მარიამ გერსამია. სწავლება მიმდინარეობს ორ საფეხურზე: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მიმდინარეობს მუშაობა სადოქტორო პროგრამის შექმნაზე. მიმართულებას ჰყავს - 2 სრული პროფესორი, 8 ასოცირებული და 9 ასისტენტ პროფესორი.