ფსიქოლოგიის კათედრა გაიხსნა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, 1918 წელს დიმიტრი უზნაძის
ხელმძღვანელობით. თავიდან ფსიქოლოგიის დარგი უნივერსიტეტში ერთადერთი
ფსიქოლოგით _ დ.უზნაძით იყო წარმოდგენილი. მან ისე ენერგიულად წარმართა
ეროვნული კადრების შერჩევისა და მომზადების საქმე, რომ 1923 წელს
შესაძლებელი გახადა კათედრასთან ფსიქოლოგიური ლაბორატორიის გახსნა, ხოლო
1926 წელს საქართველოში დაარსდა ფსიქოლოგთა საზოგადოება, რომლის წევრები
ძირითადად თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ. სწორედ
ფსიქოლოგიის კათედრასა და მის ბაზაზე გახსნილ ლაბორატორიაში შეიქმნა და
დამუშავდა მსოფლიოში ცნობილი დ.უზნაძის განწყობის თეორია და საფუძველი
ჩაეყარა ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას.დიმიტრი უზნაძე ფსიქოლოგიის
კათედრას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
1950 წლიდან ფსიქოლოგიის კათედრას სათავეში ჩაუდგა დ.უზნაძის მოწაფე და მისი საქმის გამგრძელებელი აკადემიკოსი რევაზ ნათაძე. კათედრის სამეცნიერო კვლევის დიაპაზონი უაღრესად ფართო იყო _ მისი მეცნიერული პროდუქცია მეტ-ნაკლებად მოიცავდა ფსიქოლოგიის ყველა დარგს _ ზოგად ფსიქოლოგიას, დიფერენციალურ, ბავშვისა და გენეტიკურ ფსიქოლოგიას, პედაგოგიურ ფსიქოლოგიას, დეფექტოლოგიას. კათედრის მუშაობას, პრობლემათა მრავალსახეობის მიუხედავად, ერთიანი პოზიცია _ დ.უზნაძის მიერ ჩამოყალიბებული და ექსპერიმენტულად დასაბუთებული განწყობის თეორია ედო საფუძვლად. მაგრამ კათედრაზე განსხვავებულ პრობლემათა კვლევისას, განწყობის, როგორც ექსპლიკატური ცნების გამოყენების გარდა, ფართოდ გაიშალა თვით განწყობის, მისი ბუნების, მის გამოვლენათა კანონზომიერების ექპერიმენტული კვლევა და განწყობის თეორიული დამუშავება. ფსიქოლოგიის კათედრას თავისი მეცნიერული პროდუქცია _ გამოკვლევათ აშედეგები _ სისტემატიურად გაჰქონდა როგორც საკავშირო ყრილობებზე, ისე საერთაშორისო კონგრესებზე.
ჯერ კიდევ 30-იან წლებში დ. უზნაძის ინიციატივით დაიწყო ფსიქოლოგიის მეცნიერული მონაპოვრის პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა _ გაიხსნა ფსიქოტექნიკური ლაბორატორიები, ბავშვათა აღზრდისა და განათლების ფსიქოლოგიურ-მეთოდოლოგიური განყოფილებები, საავადმყოფოებში _ კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებები. მაგრამ ეს წარმოება ვერ განვითარდა დ.უზნაძის სიცოცხლეში, რადგან 1937 წლის მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების პერსპექტივა დარჩა ფსიქოლოგიას. მართალია, მხოლოდ ფუნდამენტურ ფსიქოლოგიაზე ორიენტაციამ ამ სფეროში არაერთ გამოკვლევას მოუტანა საერთაშორისო აღიარება, მაგრამ პრაქტიკული და გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგები მსოფლიო დონეს საგრძნობლად ჩამორჩა. 60-იანი წლებისთვის კი, როდესაც საზოგადოებაში მომწიფდა აზრი წარმოების ეფექტიანობის ზრდისათვის ფსიქოლოგიური მეცნიერების მონაპოვართა მნიშვნელობის შესახებ და მისი დანერგვის შესაძლებლობებიც შეიქმნა, საჭირო გახდა შესაბამისი დარგების შემდგომი განვითარება და სათანადო კადრების მომზადება. სწორედ აკადემიკოს რ. ნათაძის უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში კათედრას გამოეყო ჯერ (1971 წ.) შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე პროფ. გ. კეჩხუაშვილი), შემდგომ სოციალური ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე დოც. რ.ქვარცხავა) და პედაგოგიური და ასაკობრივი ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე პროფ. ა. ბაინდურაშვილი).
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაში კადრების მომზადება 1918 წლიდან წარმოებს, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დამოუკიდებელი სახით მხილოდ 1990 წელს დაფუძნდა. მანამდე იგი ჯერ ისტორიის, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა, 1990 წლამდე ფსიქოლოგია ფილოსოფიის ფაკულტეტს ეკუთვნოდა. ფსიქოლოგიის ახალდაარსებულ ფაკულტეტს სათავეში პროფ. გ. მჭედლიშვილი ჩაუდგა.
90 იან წლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ოთხი სპეციალობით ამზადებდა კადრებს: ზოგადი ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის და შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის.
2004 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი გაერთიანდა სხვა ხუთ ფაკულტეტთან ერთად სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტში და შევიდა მის შემადგენლობაში როგორც დეპარტამენტი. 2007 წლიდან კი ის წარმოადგენს სოსიალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებას.