სოციალური მუშაობა
სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო განათლების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2005 წელს. სოციალური მუშაობის სპეციალობის დაფუძნება თსუ-ში შესაძლებელი გახდა ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფინანსური დახმარებით. ამ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ მოიპოვა ორი 3 წლიანი გრანტი:
პარტნიორი უნივერსიტეტები:
სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო განათლების ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2005 წელს. სოციალური მუშაობის სპეციალობის დაფუძნება თსუ-ში შესაძლებელი გახდა ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფინანსური დახმარებით. ამ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ მოიპოვა ორი 3 წლიანი გრანტი:
- 2005-08 წლები: სოციალური მუშაობის განათლების დაფუძნება საქართველოში;
- 2009-12წლები: სოციალური მუშაობის განათლების სამციკლიანი სისტემის უზრუნველყოფა ექვს ევროპულ ქვეყანაში.
პარტნიორი უნივერსიტეტები:
- შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
- ლუბლიანის უნივერსიტეტი (სლოვენია)
- ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)
- კიევის მოჰილას აკადემია (უკრაინა)
- ლიტვის პედაგოგიური უნივერსიტეტი
სხვა (ადგილობრივი/საერთაშორისო) პარტნიორი ინსტიტუციები:
- გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
- საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
- სოციალური მომსახურების სააგენტო
2005 წლიდან სოციალური სამუშაოს პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• 2006 წელს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიხსნა სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამა (BSW); ყოველწლიურად სოციალური მუშაობას როგორც ძირითად სპეციალობას ირჩევს საშუალოდ 35 სტუდენტი.
• 2009 წელს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიხსნა სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამა (MSW);
• 2011 წლის თებერვლიდან განხორციელდა სოციალური მუშაობის პარალელური სამაგისტრო ხარისხის ვალიდიზაცია შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. თსუ სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა პარალელურ რეჟიმში მოიპოვოს შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის სოციალური ზრუნვის მაგისტრის (Master of Social Care) აკადემიური ხარისხი.
• 2010 წელს ამოქმედდა სოციალური მუშაობის სადოქტორი პროგრამა; ყველა დოქტორანტის თანახელმძღვანელია თსუ პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები.
• 2007 წლიდან თსუ-ში ფუნქციონირებს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია მოქმედ სოციალურ მუშაკთა გადამზადება. სამიზნე ჯგუფები: ა) სახელმწიფოს, პირველ რიგში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაქირავებული სოციალური მუშაკები; ბ) არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სოციალური მუშაკები. №ტლიანობაში უკვე გადამზადდა დაახლოებით 200-მდე მოქმედი სოციალური მუშაკი.
• სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თსუ მე–4 კორპუსში დაარსდა სარესურსო ცენტრი, რომელშიც შედის: ა) ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა სოციალური მუშაობის (საერთოდ, სოციალური მეცნიერებების) სფეროში - სულ დაახლოებით 1400 წიგნი; ბ) სოლიდური ტექნიკური აღჭურვილობა. ბიბლიოთეკის ნაწილია ქართულ ენაზე დაბეჭდილი სასწავლო მასალები, ცალკეული სახელმძღვანელოების ან რიდერების სახით. უკვე ითარგმნა 5 ავტორიტეტული სახელმძღვანელო სოციალური მუშაობის სფეროში. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მომზადდება და გამოიცემა დაახლოებით 1000 გვერდის საერთო მოცულობის რიდერები ქართულ ენაზე.
• ექვსმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა დააფუძნა ინგლისურენოვანი ჟურნალი „სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა გარდამავალ პერიოდში“ (‘Social Policy and Social Work in Transition’). ეს არის ე.წ. კოლეგათა შეფასებაზე დაფუძნებული (peer-reviewed) ჟურნალი, რომელსაც ჰყავს ოთხი თანარედაქტორი, შვიდი სარედაქციო საბჭოს წევრი და 30–მე შემფასებელი ექსპერტი. ჟურნალი იბეჭდება საქართველოში. უკვე დაიბეჭდა სამი ნომერი.
• სოციალური მუშაობის კურიკულუმის დაახლოებით მესამედი ეთმობა სოციალური მუშაობის პრაქტიკას; სტუდენტები პრაქტიკას გადიან სოციალური მუშაობის სერვისის გამომყენებელ ორგანიზაციებში – როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სააგენტოებში; პრაქტიკის ადგილებად შერჩეულია 40–მდე ორგანიზაცია.
• სოციალური მუშაობის სასწავლო პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც სოციალური მუშაობის სამაგისტრო ხარისხები, ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) გრანტის ფარგლებში, მოიპოვეს აშშ კოლუმბიისა და ვაშინგტონის სენტ–ლუისის უნივერსიტეტებში; კიდევ რამდენიმე პედაგოგმა სოციალური მუშაობის სასწავლო კურსები მოამზადა ღია საზოგადოების ინსტიტუტის საფაკულტეტო განვითარების პროგრამის (FDF) ფარგლებში; სწავლებაში მონაწილეობენ აგრეთვე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.











