საქართველოში სოციოლოგია დასაბამს მე-XX
საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს.ამ პერიოდში სოციოლოგიის მიმართულებით
რამდენიმე გამოჩენილი ადამიანი მოღვაწეობდა, რომელთა შორის იყვნენ: არჩილ
ჯორჯაძე, გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც ჯერ კიდევ 1902 წელს პრესაში
გამოაქვეყნა 5 წერილი სათაურით `სოციოლოგიური ეტიუდები~, მიხაკო წერეთელი
ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომით `ერი და კაცობრიობა~, ივანე ჯავახიშვილი,
რომელმაც სამი სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა. 1923 წლიდან უნივერსიტეტში
სოციოლოგიის კურსს კითხულობდა ალექსანდრე ვაჩეიშვილი, რომელმაც პირველი
სალექციო კურსი `სოციოლოგიის შესავალი~ გამოსცა, როგორც დამხმარე
სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილის გამოცემა ვეღარ
მოხერხდა. ამავე პერიოდში უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მოიწვიეს
იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იროდიონ სურგულაძე, 1926
წლიდან კი ევროპიდან იმ ხანად დაბრუნებული გიორგი ნანეიშვილი. სამივენი
სამართლის დარგის სპეციალისტები იყვნენ და მათ მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანეს უნივერსიტეტში სოციალური პრობლემატიკის დანერგვასა და
დამუშავებაში.
უნდა აღინიშნოს საფრანგეთიდან დაბრუნებული კონსტანტინე კაპანელის ღვაწლი სოციოლოგიის დამკვიდრების საქმეში, რომელმაც თავის სოციალურ-ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ თვალსაზრისს ორგანიციზმი უწოდა და გამოაქვეყნა მონოგრაფიები `სული და იდეა~, `ორგანოტროპიზმი~, `ქართული სული ესტეთიკურ სახეებში~ და სხვა. სოციოლოგიის პრობლემატიკის დამუშავება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20-იანი წლების ბოლომდე გრძელდებოდა.
იდეოლოგიურ საკითხებზე საქართველოს კომპარტიის 1925 წლის დადგენილების შედეგად სოციოლოგიას სერიოზული წინააღმდეგობები შეექმნა. 1930 წელს სოციოლოგიის საკითხებზე გამართული დისკუსიას მოჰყვა სოციოლოგიის სრული იგნორირება, რამაც გამოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მეცნიერების განვითარების შეჩერება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიისკენ შემობრუნების მეორე ეტაპი 1962 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდისთვის სსრკ-ში ხდება სოციოლოგიის რეაბილიტაცია. კერძოდ, ლენინგრადში არსებობს სოციოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლაბორატორია, რომლის საქმიანობის გაცნობის შემდგომ პროფესორები ვ. ქვაჩახია და ე. კოდუა შემოდიან ინიციატივით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას კონკრეტული სოციოლოგიის კვლევის ლაბორატორია.
1968 წელს ამ ლაბორატორიის ბაზაზე პირველად საბჭოთა კავშირში ხორცი შეესხა კონკრეტულ-სოციოლოგიური კვლევის კათედრის შექმნის იდეას, რომელსაც პროფ. ვ. ქვაჩახია ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში გამოიცა რამდენიმე კრებული ქართულ და რუსულ ენებზე კერძოდ, `სოციოლოგიური გამოკვლევები~ და `ნარკვევები~, ჩატარდა საკავშირო სიმპოზიუმი. კათედრა აქტიურად მონაწილეობდა 1979 წელს თბილისში არაცნობიერის შესახებ გამართულ მსოფლიო კონგრესის, აგრეთვე, ბულგარეთსა და საფრანგეთში გამართულ სოციოლოგთა და ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში.
საქართველოში შეიქმნა სოციოლოგთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტები იყვნენ პ. გუგუშვილი და ვ. ქვაჩახია, შემდეგ კი პროფესორი ე. კოდუა.
კათედრასთან არსებობდა ლაბორატორია, რომელიც იკვლევდა დამნაშავეობის სოციოლოგიის საკითხებს (ხელმძღვანელი პროფესორი ა. გაბიანი) და შემდგომში ფუნქციონირებდა დამოუკიდებლად. ხოლო მისი ადგილი დაიკავა სტუდენტი ახალგაზრდობის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიამ.
1989 წელს კათედრის თაოსნობით და პროფ. ე. კოდუას დიდი ძალისხმევით ფილოსოფიის ფაკულტეტზე გაიხსნა სოციოლოგიის სპეციალობა, რომელიც შემდგომ გადაკეთდა სოციოლოგიის განყოფილებად. კათედრას კონკრეტულ-სოციოლოგიური კვლევის კათედრის ნაცვლად სოციოლოგიის კათედრა, ხოლო ფაკულტეტს ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ეწოდა.
1998 წლიდან თსუ-ში ამოქმედდა სოციოლოგიის დარგში ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო. აღსანიშნავია, ასევე XX-ის დასასრულის და XXI-ის დასაწყისის ქართული სოციოლოგიის განვითარებაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტების თანამშრომელთა დიდი წვლილი. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორთა შრომები და აკადემიური მოღვაწეობა.
დღეს საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, არსებობს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სამი ინსტიტუტი: `სარკე~, `გორბი~ და ‘’ IPM’’
ქართველ სოციოლოგთა დღევანდელი თაობის წარმომადგენლები, ძირითად აკადემიურ სფეროში საქმიანობენ და თანამედროვე სოციოლოგიის ძირითადი პარადიგმების კრიტიკული ათვისების პროცესში იმყოფებიან, რის შედეგადაც თანდათანობით იკვეთება ის ძირითადი მიმართულებები, რომლის გავლენითაც ქართველი სოციოლოგები ეწევიან თანამედროვე საზოგადოების რთული სოციალური პრობლემების ანალიზს და კვლევას.