სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დებულება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დებულება
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ფაკულტეტის სტატუსი
1. სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში„უნივერსიტეტი“) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (შემდგომში „ფაკულტეტი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტი ვალდებულია, შეუქმნას სტუდენტს პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.
3. ფაკულტეტის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თსუ წესდებით.
მუხლი 2. დებულების მოქმედების სფერო
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესსა და უფლება-მოვალეობებს.
2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება შესასრულებლად სავალდებულოა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალისა და სტუდენტისათვის და სახელმძღვანელო დოკუმენტია თსუ ადმინისტრაციისა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათის.













