2007 წელს დენვერის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ცენტრის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საქართველოში შეიქმნა პირველი
მედიაციის კლინიკა. მედიაციის კლინიკის მთავარი მიზანია მედიაციის საშუალებით მოაგვაროს კონფლიქტები მოდავე ან დაპირისპირებულ მხარეთა შორის.
მედიაცია (შუამავლობა) არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მესამე ნეიტრალური მხარის (მედიატორი) მონაწილეობით მოდავე ან დაპირისპირებულ მხარეთა პრობლემების მოგვარებისთვის, როდესაც განიხილება სადავო საკითხები, დაპირისპირების მიზეზები, გამოვლინდება საერთო ინტერესები და მოიძებნება პრობლემის გადაჭრის გზები.
ამ პროცესში გადაწყვეტილებას უშუალოდ მოდავე მხარეები იღებენ, ხოლო მედიატორი წარმართავს პროცესს, სთავაზობს პროცედურებს და ხელს უწყობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას რომელიც დააკმაყოფილებს ორთავე მხარის ინტერესებს.
ჩვენი საქმიანობა
მედიაცია (შუამავლობა) არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მესამე ნეიტრალური მხარის (მედიატორი) მონაწილეობით მოდავე ან დაპირისპირებულ მხარეთა პრობლემების მოგვარებისთვის, როდესაც განიხილება სადავო საკითხები, დაპირისპირების მიზეზები, გამოვლინდება საერთო ინტერესები და მოიძებნება პრობლემის გადაჭრის გზები.
ამ პროცესში გადაწყვეტილებას უშუალოდ მოდავე მხარეები იღებენ, ხოლო მედიატორი წარმართავს პროცესს, სთავაზობს პროცედურებს და ხელს უწყობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას რომელიც დააკმაყოფილებს ორთავე მხარის ინტერესებს.
ჩვენი საქმიანობა
მედიაციის კლინიკა მუშაობს შემდეგ მიმართულებებში:
1. ტრენინგების და სემინარების ჩატარება;
2. უშუალო პრაქტიკული საქმიანობა კონფლიქტური სიტუაციების (ქეისების) მოსაგვარებლად;
3. კვლევითი მუშაობა.
მედიაციის ცენტრი სთავაზობს მომსახურებას შემდეგ ჯგუფებს:
• იურიდიულ პირებს - სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებს, პროფესიულ ორგანიზაციებს
• ფიზიკურ პირებს - მოქალაქეებს რომლებსაც აქვთ ბიზნეს, ოჯახური, სამეზობლო ან სხვა კონფლიქტები
შედეგები
უცხოური გამოცდილება აჩვენებს, რომ მედიაციის ინსტიტუტის არსებობა მკვეთრად ამცირებს სასამართლო დავებს, სწრაფად და ეფექტურად ხდება მათი მოგვარება, ხოლო მხარეების ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა იძლევა მათი ფსიქოლოგიური, პროცედურული და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.
სპეციალისტები
მედიაციის კლინიკაში მუშაობენ ქართველი სპეციალისტები – ფსიქოლოგები, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს კოლორადოს შტატის სხვადასხვა მედიაციის ცენტრებში და დენვერის უნივერსიტეტში (აშშ).
ტრენინგი “შესავალი კურსი მედიაციის ხელოვნებაში”
მედიაციის კლინიკა გთავაზობთ ტრენინგ პროგრამას მედიაციის ხელოვნებაში (შესავალი კურსი).
მიზანი: მედიაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების გაცნობა. საბაზისო ცოდნის შეძენა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: 15-16 მონაწილე თითო ჯგუფში
ტრენერები: სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, აშშ-ში სერთიფიცირებული მედიატორები პროფ. გუგული მაღრაძე და პროფ. რევაზ ჯორბენაძე
ტრენინგ სემინარის ძირითადი საკითხები:
- მედიაციის საფუძვლები
- კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება მედიაციის პროცესის ჩასატარებლად
- მედიაციის პროცესი
- მედიაციის პროცედურები
- მედიაციის გამოყენება პრაქტიკაში
სწავლების მეთოდი: გამოყენებული იქნება გამოცდილებითი სწავლების მეთოდები: ლექცია, როლური თამაშები, რეალური სიტუაციის სიმულაცია.
სწავლების შედეგი: მონაწილეები დაეუფლებიან მედიაციის პროცესის ჩატარების უნარ-ჩვევებს, შეიძენენ საბაზისო ცოდნას.
სრული კურსი: მედიაციის სრული კურსის გასავლელად საჭიროა მინიმუმ 48 საათიანი პროგრამაში მონაწილეობის მიღება (რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს). მედიატორი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც დაუფლებულია მედიატორის უნარ-ჩვევებს, ერკვევა მედიაციის არსში და იცის მედიაციის ჩატარების პროცედურები, იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებს და მიუკერძოებელია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
II კორპუსი, მე–2 სართული. ოთახი №240
ტელ: (+995 32) 25-20-95, (+995 95) 23-21-93
საკონტაქტო პირი მირანდა გიორგაშვილი











