კონფლიქტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
დაარსდა 2008 წელს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტთან და დენვერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით
ინსტიტუტის პარტნიორები არიან ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი (Aაშშ), დენვერის უნივერსიტეტი (აშშ), გისენის უნივერსიტეტი (გერმანია), რონდინის მშვიდობის ფონდი (იტალია).
ინსტიტუტის დონორები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის საგრანტო პროგრამა
კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
2004 წელს თსუ-სა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) ლექტორებმა შეიმუშავეს სამაგისტრო პროგრამა “კონფლიქტის ანალიზი და მართვა.”
დღემდე 40-მდე სტუდენტს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი კონფლიქტოლოგიაში, მათი 90% დასაქმებულია.
კონფლიქტოლოგიის სადოქტორო პროგრამა
2009 წელს ინსტიტუტმა მოამზადა სადოქტორო პროგრამა კონფლიქტოლოგიაში.
დღეისათვის პროგრამაში ჩართულია 14 დოქტორანტი.
ინსტიტუტის საქმიანობა
2008-2010 წლებში
დასაბეჭდად მომზადდა სახელმძღვანელო “კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული გზები.”
მომზადდა და იბეჭდება მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელო “ფსიქოსოციალური დახმარება კრიზისულ სიტუაციებში”.
განხორციელდა სოციოლოგიური კვლევები საქართველოში მედიაციისადმი დამოკიდებულების შესახებ.
ინსტიტუტის საქმიანობა
დაიგეგმა და შემუშავდა პროგრამა საველე კვლევისთვის საქართველოში კონფლიქტის მოგვარების ტრადიციული მექანიზმების შესახებ.
კონფლიქტოლოგიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა სავალდებულო ლიტერატურა და მომზადდა რიდერები.
დაკომპლექტდა ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, სადაც მაგისტრებისთვის, დოქტორანტებისა და მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომია კონფლიქტოლოგიისა და მედიაციის დარგის ყველა საჭირო ლიტერატურა.
ინსტიტუტი სისტემატურად ატარებს სემინარებს და ტრენინგებს კონფლიქტების მოგვარების ალტერნატული გზების შესახებ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კონფლიქტოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობა
2008 წლის აგვისტოში ინსტიტუტში ჩამოყალიბდა კრიზისის მართვის ცენტრი
ცენტრის თანამშრომლებმა ფსიქოლოგიური კონსულტაციები და დახმარება აღმოუჩინეს აგვისტოს ომში დაზარალებულ 300-ზე მეტ ადამიანს
ცენტრმა ორგანიზება გაუკეთა ამერიკელი სპეციალისტის ტრენინგ პროგრამას “კრიზისის მართვის საკითხებში
სასწავლო პროგრამის შედეგად მომზადდა 100-მდე ფსიქოლოგი, ექსპერტი და სოციალური მუშაკი აგვისტოს ომში დაზარალებული პირებისათვის გადაუდებელი ფსიქო-სოციალური დახმარების გასაწევად
2008 წელს დენვერის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ცენტრის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საქართველოში შეიქმნა პირველი მედიაციის კლინიკა.
მედიაციის კლინიკის მთავარი მიზანია მედიაციის საშუალებით მოდავე ან დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონფლიქტების მოგვარება.
მედიაცია
მედიაცია (შუამავლობა) არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მესამე ნეიტრალური მხარის (მედიატორი) მონაწილეობით მოდავე ან დაპირისპირებულ მხარეთა პრობლემების მოგვარებისთვის, როდესაც განიხილება სადავო საკითხები, დაპირისპირების მიზეზები, გამოვლინდება საერთო ინტერესები და მოიძებნება პრობლემის გადაჭრის გზები.
ამ პროცესში გადაწყვეტილებას უშუალოდ მოდავე მხარეები იღებენ, ხოლო მედიატორი წარმართავს პროცესს, სთავაზობს პროცედურებს და ხელს უწყობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს.
მედიაციის კლინიკის საქმიანობა
- მედიაციის ტრენინგების და სემინარების ჩატარება;
- უშუალო პრაქტიკული საქმიანობა კონფლიქტური სიტუაციების (ქეისების) მოსაგვარებლად;
- კვლევების ჩატარება.
მედიაციის ცენტრი სთავაზობს მომსახურებას შემდეგ ჯგუფებს:
- იურიდიულ პირებს - სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებს, პროფესიულ ორგანიზაციებს
- ფიზიკურ პირებს – მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიზნეს, ოჯახური, სამეზობლო ან სხვა კონფლიქტები
- მედიაციის კლინიკა
- მედიაციის კლინიკაში მუშაობენ ქართველი სპეციალისტები – ფსიქოლოგები, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს კოლორადოს შტატის სხვადასხვა მედიაციის ცენტრებში და დენვერის უნივერსიტეტში (აშშ).
- უცხოელი პარტნიორები და დონორები
- USAID – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურო
- ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტი (აშშ)
- დენვერის უნივერსიტეტი (აშშ)
- გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
- რონდინის მშვიდობის ფონდი (იტალია)
კონფლიქტოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
- დირექტორი – პროფ. გუგული მაღრაძე
- აღმასრულებელი დირექტორი – პროფ. რევაზ ჯორბენაძე
- პროგრამების მენეჯერი - მედეა დესპოტაშვილი
- ლექტორები – ნინო ქაჯაია, ლიკა ჩხიკვიშვილი
- ლაბორანტი – მირანდა გიორგაშვილი.
კონფლიქტოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჭავჭავაძის გამზ. 3, თბილისი
ოთახი 240
ტელ.: 252095











