დავით ჩომახიძე დაიბადა 1963 წლის 17 ოქტომბერს ქ.თბილისში.1986 წელს დაამთავრა საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით – საავტომობილი გზების მშენებლობა და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.
2000 წელს წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
დამატებითი კვალიფიკაციის მიღების მიზნით, გავლილი აქვს:
• 1996 წელს "ტასისის" სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯის კონსტიტუციური სამართლისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის კურსი.
• 2001 წელს ა.შ.შ-ს ჩრდილოეთ ფლორიდის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს და ჩრდილოეთ ფლორიდის A&M უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.
• 2001 წელს USAID-ის და AED-ის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
2003 წელს მიღებული აქვს ადვოკატის სერტიფიკატი საერთო კვალიფიკაციით.
1988-90 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ “თბილრემმშენი”-ს საწარმოო ტექნიკური განყოფილების ინჟინრად.
1992-95 წლებში იყო კ/თ “ამირანი”-ს მთავარი ინჟინერი.
1995 წელს მუშაობდა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ.
1996-1999 წლებში _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის მუდმივმოქმედი დელეგაციის აპარატის უფროსი.
1999-2002 წლებში _ ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2002-2004 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სგადასახადო და საბაჟო სამართალი), აგრეთვე დაწესებულებების სრულ იურიდიულ მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე.
2004 წელს №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა, შემდეგ კი მუშაობა გააგრძელა ბათუმის №79/1 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
2004-2005 წლებში _ საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (საქართველოს უნივერსიტეტი) კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში.
2005-2007 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამეურნეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის თანაშემწე.
2006 წელს დაინიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოსულტანტად იურიდიულ საკითხებში.
2007-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.
2010 წლის 1 აპრილიდან 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეა.
2010 წლის 6 სექტემბრიდან ასრულებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას.
2010 წლის 9 ნოემბრიდან დავით ჩომახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.











