თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭო თსუ–ს მართვის ორგანოა, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს  „განათლების შესახებ“ კანონი.

აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროგრამებს; თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულების მართვის სხვა ფუნქციებს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წ.-ის 7 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე აკადემიური საბჭოს საერთო რაოდენობა განისაზღვრა 12 წევრით. უნივერსიტეტის ექვსმა ფაკულტეტმა აკადემიურ საბჭოში ორ–ორი წევრი აირჩია:

  • ნანი გაფრინდაშვილი, რამაზ ქურდაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),

  • ზურაბ დავითაშვილი, მარიამ გერსამია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),

  • ფრიდონ თოდუა, ლავრენტი მანაგაძე (მედიცინის ფაკულტეტიდან),

  • მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სურგულაძე (იურიდიული ფაკულტეტიდან),

  • ალექსანდრე შენგელაია, ელიზბარ ნადარაია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),

  • რევაზ გველესიანი, ქეთევან მარშავა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან).

 
 
ბოლო განახლება: 09 თებ'12 00:33 | გვერდების ნახვა: 30,656,502
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili