აკადემიური საბჭო თსუ–ს მართვის ორგანოა, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს „განათლების შესახებ“ კანონი.
აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროგრამებს; თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულების მართვის სხვა ფუნქციებს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წ.-ის 7 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე აკადემიური საბჭოს საერთო რაოდენობა განისაზღვრა 12 წევრით. უნივერსიტეტის ექვსმა ფაკულტეტმა აკადემიურ საბჭოში ორ–ორი წევრი აირჩია:
-
ნანი გაფრინდაშვილი, რამაზ ქურდაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),
-
ზურაბ დავითაშვილი, მარიამ გერსამია (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),
-
ფრიდონ თოდუა, ლავრენტი მანაგაძე (მედიცინის ფაკულტეტიდან),
-
მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სურგულაძე (იურიდიული ფაკულტეტიდან),
-
ალექსანდრე შენგელაია, ელიზბარ ნადარაია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან),
-
რევაზ გველესიანი, ქეთევან მარშავა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან).











