თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2008 წლის დადგენილებები დადგენილება №135 - იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული) (ძალადაკარგულია)

დადგენილება №135 - იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული) (ძალადაკარგულია)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით
23.09.2008
დადგენილება №135

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.02.2009, №176 და 18.06. 2009, №232 დადგენილებებით

 
იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ
 
1. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს A, B და C კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) კატეგორია A. აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 8 საათიან სააუდიტორიო და 8 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას და ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრული დატვირთვისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო კვირეულ 10 საათიან სააუდიტორიო და 10 საათიან საკონსულტაციო დატვირთვას. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 3000 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 2500 ლარის ოდენობით.
ბ) კატეგორია B. აერთიანებს იმ აკადემიური პერსონალს, რომელთაც აკადემიური თანამდებობეზე არჩევისას შეუსრულდათ 62 წელი, აგრეთვე იმ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც აკმაყოფილებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #122 08.09.2008 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის დატვირთვის მინიმალურ სტანდარტებს. სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორებისათვის – 720 ლარის ოდენობით.
გ) ძალადაკარგულია (02.02.2009, №176)
11. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. (18.06. 2009, №232)
2. აკადემიური საბჭოს სამდივნომ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა.
საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა.
 
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,399,090
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili