თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2009 წლის დადგენილებები დადგენილება №167 - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული) (ძალადაკარგულია)

დადგენილება №167 - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული) (ძალადაკარგულია)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით
21.01.2009;
დადგენილება № 167


ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.06.2009, №232 დადგენილებით

 


იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

  I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1.  კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.


2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

21. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება. ( 18.06.2008, №232 ).

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, #25262/02 26.12.2008წ;  #437/02 16.01.2009წ; #25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი #25302/02 29.12.2008წ.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,399,689
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili