06.07.2009
დადგენილება № 244
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
24.05. 2010,
№50/2010 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,
-
მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესი (დანართი 1) .
-
დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი
ხუბუა
აკადემიური საბჭოს
თავმჯდომარე,
რექტორი











