თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2009 წლის დადგენილებები დადგენილება №301 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №301 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №301
           13 ნოემბერი, 2009



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 08 ივლისის №66/01-01 და 2009 წლის, 23 აპრილის №44/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

I.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.
II.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი კონკურსანტები:
III.   
1.    საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ქვემიმართულება – მაია გონაშვილი.
2.    საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ქვემიმართულება – ეკა აკობია.
3.    ნაციონალიზმის თეორიის ქვემიმართულება – დავით მაცაბერიძე.


IV.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი


 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,400,460
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili