თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება №105/2010 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ

დადგენილება №105/2010 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ

24 სექტემბერი 2010
დადგენილება №105/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა, 491–ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „საჯარო მმართველობა“ –სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს:

    პირველი სემესტრი  –      25 იანვარი–25 ივნისი
    მეორე სემესტრი       –       1 ივლისი–25 დეკემბერი
    მესამე სემესტრი      –       25 იანვარი–25 ივნისი
    მეოთხე სემსეტრი    –       1 ივლისი–25 დეკემბერი

  2. სამაგისტრო პროგრამის წლიური კრედიტების ლიმიტი  განისაზღვროს 75 კრედიტის ოდენობით.
  3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,400,840
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili