თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება №112/2010 თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ და უწყვეტი განათლების პროგრამების: „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“ და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“ დამტკიცება

დადგენილება №112/2010 თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ და უწყვეტი განათლების პროგრამების: „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“ და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“ დამტკიცება

  8 ოქტომბერი 2010
დადგენილება №112/2010


თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლის  ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ და უწყვეტი განათლების პროგრამების:  „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“ და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“  დამტკიცება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №25486/02 წარდგინების  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტურიზმის საერთაშორისო სკოლის:
    ა) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“(დანართი1);

    ბ) უწყვეტი განათლების პროგრამები:  „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“(დანართი 2)  და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“(დანართი 3).
  2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს; 
  4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,401,017
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili