თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება № 1/2010 “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება N91–ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება № 1/2010 “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება N91–ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

18 იანვარი , 2010
დადგენილება № 1


“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება  N91–ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1–ლი პუნქტის  „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

1. შევიდეს ცვლილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება N91–ში და მე–14 პუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი  თვით ადრე.“

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს“ დაემატოს 141 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„141. საბუთების მიღება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.“

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს დაემატოს 142 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„142. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან   არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“

4. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.






გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,401,130
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili