თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება № 127/2010 2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის თაობაზე

დადგენილება № 127/2010 2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის თაობაზე

1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 127/2010

2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამების  ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს: 

  1. 2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში ჩაირიცხონ  კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენის გამოცდაში მიიღეს შეფასება არანაკლებ 40 ქულისა, სპეციალობაში – არანაკლებ 91 ქულისა.
  2. დადგენილების პირველი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე უნდა დაადასტურონ  უცხო ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუწყდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
  3. ამ კატეგორიის მაგისტრანტებზე არ ვრცელდება საუნივერსიტეტო დაფინანსება;
  4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
  5. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,401,158
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili