თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება № 51/2010 იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ

დადგენილება № 51/2010 იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ


31 მაისი, 2010
დადგენილება №51/2010

იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

  1. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ის სტუდენტები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წარმატებით ჩააბარებენ უცხოელი პროფესორის მიერ წაკითხულ უცხოენოვან საგანს, გათავისუფლდნენ მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი უცხო ენის გამოცდისაგან.
  2. მაგისტრატურაში ჩასაბარებელი უცხო ენის მისაღები გამოცდის ქულის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ უცხოენოვან საგანში მიღებული საბოლოო შეფასება.
  3. სტუდენტს უფლება აქვს ჩაბარებული უცხოენოვანი საგნის მიუხედავად გავიდეს მაგისტრატურაში უცხო ენის მისაღებ გამოცდაზე.
  4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 31 მაისის N2973/22–05 განცხადება.



პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 10:18 | გვერდების ნახვა: 37,402,763
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili