თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება № 5/2010 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

დადგენილება № 5/2010 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

  25 იანვარი,  2010 
დადგენილება  № 5/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და
თვითშეფასების კითხვარის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).

2.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება განხორციელდეს თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.
3.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).
4.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 10:18 | გვერდების ნახვა: 37,402,798
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili