თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი იურიდიული ცნობარი აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2010 წლის დადგენილებები დადგენილება № 55/2010 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

დადგენილება № 55/2010 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


4 ივნისი , 2010
დადგენილება №55/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის საფუძველზე,

  1. აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის  შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე, გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის იმ ასისტენტ – პროფესორებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ 2010 წლის 17 სექტემბერს.

  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

  3. დადგენილება  გამოქვეყნდეს  საჯაროდ.
 
      საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის მ/შ განცხადება.



პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
 
ბოლო განახლება: 25 მაი'12 10:18 | გვერდების ნახვა: 37,402,999
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili